გივი თარგამაძე: ამ საქმით ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აბსურდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა.

თარგამაძე ე.წ. მოდულის შენობაში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან საქმეს „გრიფით“ საიდუმლო ადევს.

„საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, შესაბამისად, მე ამ დეტალებში ვერ შევალ. ახალი არაფერია, მომეჩვენა, რომ ადრე გამოვედი. წინა პროკურატურის დაკითხვაზე 11 საათი ვიყავი, ახლა- მხოლოდ სამი. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ზოგადად აქ არაფერია სალაპარაკო, უბრალოდ პროცედურის დაცვა ხდება, მისვლა. ისევ შემოიხედე გენაცვალეზე ვჩერდებით, როგორც ჩანს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძემ არ გამორიცხა, რომ დაკითხვაზე კვლავ დაიბარონ, თუმცა მისივე განმარტებით, ამ საქმეზე ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აბსურდია.

„ამ საქმის იქით რომ არაფერი არ წავა ვიცი. როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება – არაფრით“, – განაცხადა თარგამაძემ.

ე.წ. მოდულის შენობასთან შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები. ისინი გივი თარგამაძის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ

Leave A Reply

Your email address will not be published.