გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.

თარგამაძესა და წიკლაურს სავარაუდოდ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ, სადაც ისინი “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან.

Comments
Loading...