გივი თარგამაძე კანონიერ ქურდს: მშიშარა რომ ხარ, მაშინ დავრწმუნდი, ჩემთან დარეკვა რომ ვერ…

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ლავას ოღლი“, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. – ფაქტს ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“აჰა, შსს-მ მოლდოვიდან ექსტრადირებული კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე გურამ აბაშიძე, იგივე ლავას-ოღლი თბილისის აეროპორტში დააკავა. თავის განცხადებაში სამინისტრო აღიარებს, რომ დაკავებული ჩადიოდა ყველა იმ დანაშაულს, რომლებზეც მე წლები ვსაუბრობ, მაგრამ არ ამბობს, რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ახლა. ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გამოძიება სხვა დანაშაულებზეც.

აღდგომა და ხვალეო. დასაწყისი მაინც საკუთარ სტილში ჩაატარეს: თვითმფრინავში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრიც მგზავრობდა, რომელსაც ქურდი ვერ ცნობდა. შემდეგ კი, უკვე აშკარად ძალოვანებისგან დარიგებული, ის ბარგის გაცემის ალაგთან ჩამოატარეს, რაც პროცედურის უხეში დარღვევაა, სადაც გონება გაუნათდა, ჩვენი თანაპარტიელი იცნო, შემომითვალა “მოკითხვები” მე, ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს. პოლიციელებმა მას ემოციებისგან დაცლა მშვიდად აცალეს და მხოლოდ შემდეგ გაიყვანეს.

მივმართავ დამრიგებლებს: როდესაც ეგ არამზადა ჩვენ გვაგინებს, მაშინ ხალხი გვლოცავს, თქვენი დრო კი კიდევ უფრო სწრაფად იწურება. მივმართავ არამზადას: მშიშარა რომ ხარ, პირველად მაშინ დავრწმუნდი, ჩემთან დარეკვა რომ ვერ გაბედე, ეკა კვესიტაძეს დაურეკე და დაემუქრე. დღეს, როდესაც დაუსწრებლად მაგინებდი, ეს მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურე. დამრიგებლების იმედი თუ გაქვს, ტყუილად, ისეთი მუხლები მოგიყენეს, ესენიც კი ვერ გამოგიშვებენ 7 თვეში, შემდეგ კი ქურდების ბაირამობა ქვეყანაში უცბად დასრულდება. ასე რომ, როგორც თქვენი გლუვტვინიანი აპოლოგეტი იტყოდა, იჯდეი რაო… ” – წერს თარგამაძ

Read more: http://www.tzona.org/post/givi-targamadze-lavas-oglis#ixzz3yq6mmnIo

Comments
Loading...