გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაკეტილია

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაკეტილია, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) დაიკეტა. მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები – დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა”, – ნათქვამია განცხადებაში
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 9 ნოემბერს, 08:00 საათიდან აღდგება.
თბილიის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.

Leave A Reply

Your email address will not be published.