გოგა ხაინდრავა: დაგვრჩა განსჯის უნარი თუ ფსიქიატრიულში ვცხოვრობთ?!

„სააკაშვილს, ბოკერიასა და მის თანაპარტიელებს, ცხრა წლის განმავლობაში, სხვა მეთოდები და გზა არც გამოუყენებიათ, გარდა ძალადობის, რევოლუციების, 300 ათასი ციხეგამოვლილი ადამიანის ტანჯვისა და უბედურებისა…”– განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „2030″ წინა ხელისუფების შესახებ საუბრისას.

ხაინდრავას თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის თუ რას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

„ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ მოხდა და აგერ სხედან ადამიანები, რომლებმაც თავად გაიარეს ეს ჯოჯოხეთი?! საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, დავრჩით საზოგადოებად და დაგვრჩა განსჯის უნარი თუ ფსიქიატრიულში ვცხოვრობთ?!” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Comments
Loading...