გოგა ხაინდრავა: ,,თბილისს არ ეტყობა გაჭირვება… მილიონ შვიდასი ათასი აიფონია გაყიდული”

“საზოგადოების უკიდურესად გაჭირვებული ფენა არსებობს, მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი აიფონია გაყიდული, რომელთა ღირებულების ჯამი 200 მილიონ დოლარს შეადგენს! პერიფერიებში მოსახლეობას, მართლაც, უჭირს – ვგულისხმობ სოფლის მცხოვრებლებს, მაგრამ თბილისს არანაირად ეტყობა გაჭირვება.

ნუთუ მართლა გგონიათ, თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის?! არა! საცობებს განაპირობებს თბილისელების კუთვნილი ურიცხვი მანქანა. მოსახლეობა, რომელსაც ამდენი ავტომანქანა ჰყავს, ვერ ჩაითვლება უკიდურეს გაჭირვებულ საზოგადოებად!

ვაღიაროთ, რომ ადამიანების ცხოვრების დონე ქვეყანაში ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, განგაშის ზარის დარისხება ღირდეს. ვაღიაროთ, რომ ქვეყანა გამოიცვალა, ” – აცხადებს გოგა ხაინდრავა ერთ-ერთი გამოცემასთან ინტერვიუში.

წყარო

Comments
Loading...