გოგა ხაინრავა – ყველას ერთად შეგვრცხვება, როცა ამ ფილმს ვნახავთ…

„ვფიქრობ, გაზაფხულზე უნდა მოხერხდეს სერიალის გასვლა, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფი გაზაფხულზე ჩვენებისთვის მზად იქნება. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომ სრულიად დასრულდეს ფილმი, თუმცა პრაქტიკა იცნობს სეზონების არსებობას და შესაძლოა აქაც რამდენიმე სეზონი იყოს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვი დანამდვილებით.

რასაც დავპირდი საზოგადოებას, იმას ვასრულებ, ფილმი არის პროცესი, რომელშიც ირჩევა დანაშაულებრივი ხელისუფლების მმართველობის წლები. ფილმი დაფუძნებულია დაახლოებით 1200 ინტერვიუზე იმ ადამიანებთან, რომლებიც რეჟიმის დროს დაზარალდნენ.

ფილმში ვერ ნახავთ მოგონილ კადრებს, თითოეული სიუჟეტი რეალურ ფაქტებს და სამ-სამ წყაროს ეყრდნობა.

მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი იქნება საზოგადოებისთვის თვალების ახელა, თუ რა ჩავიდინეთ დუმილით ყველამ, თორემ „ნაციონალური მოძრაობა” უკვე წარსულს ჩაბარდა და არასდროს აღარ დაბრუნდება.

ფილმში კონკურსი 2700 ადამიანმა გაიარა და უკვე 250-მდე მონაწილე დაკავდა.

ჩვენ ყველას ერთად შეგვრცხვება, როცა ამ ფილმს ვნახავთ, ის, რაც სამწუხაროდ სწრაფად დაგვავიწყდა, 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩემი ინტერესია კარგად გავიაზროთ ის, რაც გადავიტანეთ”, – განაცხადა ხაინდრავამ.

Comments
Loading...