გოგა ონიანი: მოთმენის დრო აღარ არის, მალე დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ონიანი ისნის რაიონში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

ამის შესახებ ონიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„2016 წელს, ისნის სამივე ოლქში, გაყალბებულ არჩვენებში, მაჟორიტარებად „ქართული ოცნების“ კანდიდატები გავიდნენ. ამ ფაქტმა უკვე გამოიღო უარყოფითი შედეგი. საერთო უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ფონს დაემატა ისიც, რომ ვაზისუბანს, მერვე ლეგიონს და მთლიანად ისანს პატრონი არ ჰყავს, მოშლილია ინფრასტრუქტურა, ყოველდღე წყდება წყალი, დენი და შემდეგ დღეები არავინ აქცევს ყურადღებას.

ასევე დაიწყო მავნებლური მშენებლობების კასკადი. კორპუსებს პირდაპირ სკვერებში და სარეკრეაციო ზონებში აშენებენ. ფაქტიურად, შემოსეულია ურდო რომელიც მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობით არის დაკავებული.

მოთმენის დრო ნამდვილად აღარ არის, სულ მალე დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ყველა მაჟორიტარს შეუქმნით დიდ დისკომფორტს, ან დაინტერესდებიან მოსახლეობის პრობლემებით ან დატოვებენ მანდატებს და წაბრძანდებიან სახლში. ბრძოლა გამარჯვებამდე!“,- წერს ონიანი.

Comments
Loading...