გოგი თოფაძე: ნუთუ არ რცხვენია მარგველაშვილს „დებილების“ პრეზიდენტობა?!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფსიქიატრიაში მოიკოჭლებს.

ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე დაველაპარაკე ნაცნობ ექიმებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მარგველაშვილი ფსიქიატრიაში მოიკოჭლებს, რადგან “მსუბუქი დებილობის ფორმა” არ არსებობს. დებილობა არის გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე მსუბუქი ფორმა. არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის საშუალო ფორმა (იმბეცილები) და მძიმე ფორმა (იდიოტები)“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

რაც შეეხება დაუნის სინდრომს, დეპუტატის განმარტებით, ის ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ანომალიაა.

„დავანებოთ მედიცინას თავი და შევეკითხოთ ბატონ პრეზიდენტს: თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ დღევანდელ ქართველობას სჭირს “გონებრივი სისუსტე”, „დებილობის მსუბუქი ფორმა” და თუ ისიც გავითვალისწინეთ, რომ ბატონი გიორგი დღევანდელი ქართველი ერის წარმომადგენელია, რა გამოდის? – გამოდის მისთვის ძალზე არასახარბიელო დასკვნა.

კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არის ქართველების, ანუ მისივე თქმით, „დებილების” პრეზიდენტი და შესაბამისად, თუ „დებილებმა“ მეთაურად აგირჩიეს, ესე იგი, შენში ყველაზე გამოჩენილი „დებილი“ დაინახეს… ნუთუ არ რცხვენია მარგველაშვილს „დებილების” პრეზიდენტობა?!“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

Comments
Loading...