გოგი თოფაძე „რუსთავი 2“-ზე: დღევანდელ ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში და მონახეს ხალვაში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2″ ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ოღონდ შესაძლოა მფლობელი შეიცვალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა გაზეთ „პრაიმტაიმთან” ისაუბრა. „ეს არ იყო ობიექტური არხი. ის იყო ძალიან ცალმხრივი. სამი წელია, ხელისუფლებაში ვართ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ამ პერიოდში და ერთხელ სიტყვა არ დაუძრავთ. მხოლოდ ნეგატივი და არაობიექტურობა… ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, მონახეს, გამოჩნდა რეალური მეპატრონე და ბუნებრივია, ითხოვენ სამართლიან სასამართლოს. სხვა არაფერი. ეს აჟიოტაჟი, ალბათ, იმიტომ არის ატეხილი, რომ გრძნობენ, დამნაშავეები არიან”, – აცხადებს თოფაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.