გოგი თოფაძემ ხიდაშელის ქმედებას სამარცხვინო უწოდა

მრეწველთა ლიდერი, გოგი თოფაძე, საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დეტალებს იხსენებს და იმ სქემას ყვება, რითიც რესპუბლიკელებმა არჩევნები საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერს, ირმა ინაშვილს, მოუგეს.

თოფაძის თქმით, არსებული გეგმა იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, გამართულ თათბირზე გადაწყდა.

ამის შესახებ გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“
– განაცხადა თოფაძემ, რომელმაც თავდაცვის მინისტრის მოქმედებებს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ასეთი ქმედება დღევანდელ ხელისუფლებას „წინ დახვდება“

Comments
Loading...