გოგი თოფაძეს პარლამენტში მისივე დის შვილი შეცვლის

გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შემთხვევაში ზაზა ჭილაძე შეცვლის. ზაზა ჭილაძე ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ვაჟი და გოგი თოფაძის დის შვილია.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს.
როგორც თოფაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.