გოგი თოფაძის გამონათქვამს დღეს აქციაზე გააპროტესტებენ

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტებენ.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის მიზანიც სალანძღავ სიტყვად „დაუნის“ გამოყენების გაპროტესტებაა.

აქცია პარლამენტთან 14:00 საათზე არის დაგეგმილი.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში გუშინ გოგი თოფაძე წარდგა სიტყვით და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა, თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას“.

Comments
Loading...