გოგლა ჟვანიამ კარგად იცის რატომ ჰქონდა უსუპოვს შარვალი დასვრილი – კობა ხარშილაძე

საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმის შესახებ საუბრობს.

როგორც ხარშილაძემ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მან რაულ უსუპოვის გვამი შემთხვევის ადგილიდან გაიტანა და შემდეგ უკან დააბრუნა.

„მახსოვს ბატონი გოგლას ვერსიები, იმდენად შეუსაბამო რაღაცებს საუბრობს. მესმის, რომ ზურას ძმა არის, მაგრამ არასამართლიანია ასე საუბარი, მან იცის ყველა დეტალი. იცოდა რატომ ჰქონდა რაულს შარვალი დასვრილი, იმის გამო, რომ უხერხული კითხვები არ ყოფილიყო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ უსუფოვის ცხედარიო გამეტანა, დავრწმუნდი ამ გადაწყვეტილების აბსურდულობაში, ამიტომ დავაბრუნე. რაულის ცხედრის გატანისას მოხდა მისი შარვლის დასვრა. ეს გოგლამ ძალიან კარგად იცის. მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველთვის ეჭვის ქვეშ დააყენოს საკითხები. ვერ გეტყვით რატომ იქცევა ასე, არ ვიცი რამდენად მართალი ვარ ამას რომ ვამბობ. მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს როდესაც მას შევხვდი და ველაპარაკე, ხელი ხელზე გადაისვა და თქვა, მომეცა საქმეო, გულწრფელად გაოცებული ვიყავი მაშინაც და დღესაც“, – აღნიშნა კობა ხარშილაძემ.

Comments
Loading...