გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ

თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის წინააღმდეგ წინასასამართლო მოკვლევა დაასრულა. სხვადასხვა ბრალდებისგან შემდგარმა დოკუმენტმა 2 527 გვერდი შეადგინა.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის მთავარ დამნაშავედ ფეთჰულა გიულენია დასახელებული. ამავდროულად, წაყენებულ 111 ბრალდებათა შორისაა ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა და მართვა, ფინანსური ტერორიზმი, კონსტიტუციური წყობის დაშლის მცდელობა, ხელისუფლების დამხობა და კვალიფიციური თაღლითობა.

წაყენებულ ბრალდებათა პატიმრობის ვადა მკაცრი რეჟიმის ქვეშ ორწლიდან სამუდამო პატიმრობამდე განისაზღვრება.

პროკურატურა გიულენის დამნაშავედ ცნობას სასამართლოში შეეცდება მუხლებით შემდეგი: „ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა“, „ძალადობრივი გზით საკონსტიტუციო წყობის დაშლის მცდელობა“, „თაღლითური ზეგავლენა რელიგიურ გრძნობებზე“ და „ტერორიზმის დაფინანსება“.

პროკურატურა ფეთჰულა გიულენის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ორი მუხლით სამუდამო პატიმრობას, ჩვეულებრივ საპატიმროში 1900 წლით თავისუფლების აღკვეთს და ჯარიმის სახით, 2 210 000-დღიან იძულებით სამუშაოს ითხოვს.

Comments
Loading...