გონიოში სახლი დაიწვა

გონიოში, სიმონ კანანელის 6 ნომერში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. გორგაძეების 4 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პირველს” განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროსადენები გახდა.

ცეცხლის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურმა დაახლოებით 40 წუთში შეძლო.

Comments
Loading...