Google-ის ახალი სმარტფონები – Pixel 2 და Pixel XL

Google-მა ახალი ჭკვიანი მობილურები Pixel 2 და Pixel XL 2ბ წარადგინა.

მოწყობილობები ფუნქციების მიხედვით განსხვავებული არაა, ერთადერთი არსებითი განსხვავება მათ შორის -დისფლეის ზომაა. Pixel 2-ს 5-დიუმიანი ეკრანი აქვს, ხოლო Pixel XL 2-ს – 6-დიუმიანი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი Pixel-ები, არსებულ სმარტფონებზე უკეთესი კამერითაა აღჭურვილი. Pixel 2-სა და Pixel XL 2-ს 12,2 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, ხოლო მათი წინა კამერა – 8 მეგაპიქსელიანია.

სმარტფონები Qualcomm Snapdragon 835-ის პროცესორზე მუშაობს. ახალ სმარტფონებს აგრეთვე აქვს ფუნქცია Always-On – მოწყობილობების ეკრანი სულ ჩართულია.

Pixel 2-ის ღირებულება 64 გეგაბაიტიანი მეხსიერებით 649 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო Pixel XL 2-ის 849 აშშ დოლარიდან.

ახალი სმარტფონები უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და ავსტრალიაში. სხვა ქვეყნებში გავრცელების თარიღი კი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

Comments
Loading...