Google-ში ინფორმაციის მოძიების 9 ხრიკი, რომელიც მომხმარებელთა 96 %-მა არ იცის


ჩემს ბავშვობაში, როცა ინფორმაციის მოსაძიებლად ბიბლიოთეკაში მივდიოდი და უზარმაზარ სქელტანიან ტომებს ვფურცლავდი, თანაც ხშირად უშედეგოდ, ხშირად მიოცნებია ეარსება რამე ისეთს, როგორიც დღეს Google-ია. ოცნება ახდა, ახლა ნებისმიერ კითხვაზე შეგვიძლია გვქონდეს პასუხი და ეს 9 ხრიკი დაგეხმარებათ უფრო მარტივად და სწრაფად იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.

1. თუ ზუსტ ფრაზას ან სიტყვის სწორ ფორმას ეძებთ იგი უნდ ამოძებნოთ შემდეგი სიმბოლოების მეშვეობით – “”, ანუ ბრჭყალებში უნდა ჩასვათ და გუგლიც იმ გვერდებს დაძებნის სადაც ზუსტად ეს ფრაზა ან ამ ფორმის სიტყვაა.

2. თუ ეძებთ ციტატას, რომელშიც სიტყვა დაგავიწყდათ, მთელი ციტატა ჩასვით ბრჭყალებში და იმ სიტყვის ნაცვლად, რომელიც დაგავიწყდათ ჩასვით ვარსკვლავი *. ციტატა მოიძებნება გამოტოვებული სიტყვის თანხლებით.

3. როცა გინდათ რამდენიმე სიტყვიდან ნებისმიერის შედეგები გიჩვენოთ, მაშინ ვერსიები ერთმანეთისგან გამოყავით სლეშით – / .

4. როცა გსურთ რომ ერთი წინადადების ორი სიტყვა მოძებნოთ მაშინ გამოიყენეთ ამპერსანდი – &. როცა ორ სიტყვას შორის ამპერსანდს ჩასვამთ, გუგლი გაჩვენებთ შედეგებს სადაც ეს ორი სიტყვა ერთ წინადადებაში იქნება.

5. თუ ეძებთ რამე დოკუმენტს, რომელიც ერთ რომელიმე კონკრეტულ სიტყვას შეიცავს, ამ საჭირო სიტყვას წინ დაუსვით პლუსი +, ისე რომ პრაბელით სიტყვისგან არ გამოყოთ. აი, მაგალითად, სიამაყე და ცრურწმენა +წიგნი. ამოგიგდებთ მხოლოდ წიგნის შედეგებს.

6. როცა ეძებთ დოკუმენტს და არ გინდათ რომელიმე კონკრეტული სიტყვის შედეგები არ გიჩვენოთ, მაშინ სიტყვას წინ დაუსვით მინუსი – . მაგალითად, სიამაყე და ცრურწმენა -წიგნი. გუგლი გიჩვენებთ მხოლოდ ფილმის შედეგებს.

7. როცა გინდათ რომ რამე დოკუმენტი რომელიმე კონკრეტულ საიტზე მოძებნოთ გამოიყენეთ ოპერატორი site. ის მხოლოდ მითითებულ საიტზე მოძებნის ინფორმაციას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ site-ის შემდეგ ორწერტილი. მაგალითი: ფსიქოლოგია site:dare.ge

8. განსაზღვრული ტიპის დოკუმენტების მოსაძებნად დაგჭირდებათ mime. ჩაწერეთ mime შემდეგ ორწერტილი : და შემდეგ დოკუმენტის ტიპი. მაგალითად: ზიგმუნდ ფროიდი mime:doc, mime:ppf და ა.შ.

9. საიტებზე რომელიმე კონკრეტულ ენაზე მასალა უნდა მოვძებნოთ lang მეშვეობით. lang-ის შემდეგ უნდა დავწეროთ ორწერტილი: და ენა, რომელზეც გსურთ დოკუმენტის მოძიება. თუ რუსულად ეძებთ უნდა დაწეროთ lang:ru, თუ ინგლისურად lang:en, ფრანგულად fr, უკრაინულად uk და ა.შ

Comments
Loading...