“გორგოძე არის მაგალითი, თუ რატომ უნდა ითამაშოს საქართველომ 6 ერის გათამაშებაში”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე, allsportsnews-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა.

“გორგოძე არის მაგალითი იმისა თუ რატომ უნდა ითამაშოს საქართველომ 6 ერის გათამაშებაში, ის მსოფლიოს თასზე ნაკრების ლიდერი იყო და ფრანგულ ტულონშიც საუკეთესოა,”- ასე ახასიათებს ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტი მამუკა გორგოძეს.

საქართველოს ნაკრების მორაგბე მე-6-ე ნომრის პოზიციაზე შეიყვანეს სიმბოლურში.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გორგოძემ გადამწყვეტი ლელო დადო ტონგასთან და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ახალ ზელანდიასთან შეხვედრაში კი მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

Comments
Loading...