გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს.

მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულოს ათმა წევრმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრის დროს, ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა სამმა დეპუტატმა. საკრებულოს ერთი წევრი კი, სხდომას არ ესწრებოდა.

ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მინდია გოდერძიშვილმა.

ილია მეტრეველის გორის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების ეს მესამე მცდელობა იყო.

Comments
Loading...