გორის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ფრაქციაც და პარტიაც დატოვა

ცვლილებები ქალაქ გორის საკრებულოში – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ფრაქციაც და პარტიაც ერთდროულად დატოვა.

იოსებ ფალელაშვილმა განცხადება გორის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და მოგვიანებით განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ფრაქცია ქართული ოცნების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი საკრებულოში თავისუფალ დეპუტატად დარჩება.

Comments
Loading...