გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

გორის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და ბავშვი დაიღუპნენ.

ფაქტს შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ხანძრი გაჩნდა. ამ წუთებისთვის ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...