გორში ძლიერი წვიმა და ქარი იყო

ორში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ქარი იყო. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელში, განსაკუთრებით მაღალ ზონაში მდებარე სოფლებში, ნიაღვრები წამოვიდა.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ძლიერმა ქარმა კი გორთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურზე ბანერი მოგლიჯა და საწვავის ჩასასხმელად გაჩერებულ ავტომანქანას მინა ჩაუმსხვრია. ავტომანქანაში მყოფმა პირებმა კი სახეზე მინის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...