საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძის პროგნოზირებს, 2017 წელი კარგი არ იქნება, თუ მთავრობა იმ გეგმას არ განახორციელებს, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ბოლო საოცნებო წელიწადი ყველაზე უარესი გამოდგა და ამის დასტურია ლარი.
„თუ გადავხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცვლილებებს, რასაც მთავრობა აპირებს, 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ არ დაგვიჯერებენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას“, – განაცხადა გოცირიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ “2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება“.