გოცირიძე – “მალე მესამე ხმაც გამოჩნდება – ირანი! სუსტი რუსეთი უდრის ძლიერ საქართველოს!”

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ, რუსული რუბლის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს.

“ამრიკამ გააუქმა 40 წლის განმავლობაში მოქმედი ემბარგო, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ამერიკული ნედლი ნავთობის ქვეყნიდან გატანა. მართლაც შავ დღეში ჩავარდება რუსეთი შავი ოქროს კიდევ უფრო გაიაფებით.
დღეს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ანუ ჩვენებურად ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ნიშნულზე დაფიქსირებული რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პტოცენტით ასწია. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნავთობის გაიაფებას და რუსული რუბლის გაუფასურებას.
მალე მესამე ხმაც გამოჩნდება – ირანი!
სუსტი რუსეთი უდრის ძლიერ საქართველოს!”, – წერს გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.