გრანტი ქართველი აბიტურიენტებისთვის რუსეთის ფედერაციიდან

2015-2016 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად 90 სახელმწიფო გრანტს გამოყოფს.

ამის შესახებ საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის „მამულის“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყოველწლიურად განსაზღვრული კვოტები გამოიყოფა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ჩვენი კავშირი მოიცავს. კვოტები ნაწილდება 30 ორგანიზაციაზე, რომლებიც კავშირს „მამულში“ ერთიანდებიან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და მსხვილ ქალაქებს წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხვედრის მსურველთა დოკუმენტაცია გროვდება. შეიქმნება კომისია, რომლის სხდომა 25-27 თებერვალს გაიმართება. შემდეგ მოხდება შერჩევა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია – ატესტატი, კარგი ნიშნები და აკადემიური მოსწრება“, – განაცხადა ვალერი სვარჩუკმა.

Comments
Loading...