გრიგორი რასპუტინი – ბოროტმოქმედი თუ “საღვთო კაცი”. ბიორგრაფია და აქამდე უცნობი ფოტოები

რუსი გლეხი და მკურნალი გრიგოლ რასპუტინი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ, წარმოშობით ტობოლსკის გუბერნიის სოფელ პოკროვსკოედან იყო. როგორც ცნობილია, მან დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე, განსაკუთრებით კი ნიკოლოზ II, მის მეუღლე ალექსანდრასა და ვაჟ ალექსიზე, რომელიც ჰემოფილიით იყო დაავადებული.

სიყმაწვილეში რასპუტინი ხშირად ავადმყოფობდა.

ვერხოტურსკის მონასტერში სალოცავად წასვლის შემდეგ იგი რელიგიით დაინტერესდა. 1893 წელს რასპუტინი მოგზაურობდა რუსეთის წმინდა ადგილებში. იგი ასევე იმყოფებოდა ათონის მთაზე საბერძნეთში, შემდეგ კი იერუსალიმში. რასპუტინი მოგზაურობისას ხვდებოდა და ურთიერთობას ამყარებდა ბევრ სასულიერო პირთან, ბერებთან და მოგზაურებთან.

1890 წელს რასპუტინმა პრასკოვა თედორეს ასულ დუბროვინაზე იქორწინა, გლეხის ქალზე, რომლისგანაც მას სამი შვილი ეყოლა: მატრიონა, ბარბარე და დიმიტრი.

1900 წელს იგი სამოგზაუროდ გაემართა კიევში. უკან დაბრუნებისას დიდი დრო დაჰყო ყაზანში, სადაც მამა მიქაელი გაიცნო, რომელიც ყაზანის სასულიერო აკადემიასთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ რასპუტინი მიდის პეტერბურგში. 1903 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი არქიმანდრიტი ფეონი (ბისტრონი) ეცნობა რასპუტინს, რომელიც მას წარუდგენს ეპისკოპოს გერმონ დოლგონოვს.

1904 წელს რასპუტინი, სავარაუდოდ, არქიმანდრიტ ფეონის დახმარებით, გადავიდა პეტერბურგში, სადაც მაღალი საზოგადოების ნაწილში მოიპოვა “ბერის”, “საღვთო კაცის”, “წმინდანის” სახელი. სწორედ მამა თეოფანემ მოუყვა “მოგზაურის” შესახებ ჩერნოგორსკის პეტროვიჩის დინაასტიის დიდებულის (შემდეგში მეფის) ნიკოლოზ ნეგოშას ასულებს – მილიცასა და ანასტასიას. სწორედ ხსენებულმა დებმა შეატყობინეს იმპერატორის მეუღლეს ახალ რელიგიურ განთქმულ პიროვნებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ რასპუტინი “საღვთო ადამიანების” ზღვაში მართლაც აშკარად გამორჩეული პიროვნება გახდა.

1914 წელს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. მომდევნო წელს მეფე დედაქალაქიდან გაემგზავრა, რათა რუსული არმიის მთავარსარდლობა ეთავა. მის არყოფნაში რასპუტინმა დედოფალს რიგი მინისტრები მოახსნევინა და მათ ადგილას საკუთარი კანდიდატები დანიშნა. როგორც ცნობილია რასპუტინს ალექსანდრაზე აუხსნელი გავლენა ჰქონდა.

ხალხის საყოველთაო უკმაყოფილება, რომელიც შემდეგ 1917 წლის რევოლუციით დასრულდა, დიდწილად სწორედ რასპუტინისა და დედოფლის ქცევებმა გამოიწვია.

დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რასპუტინის ეშმაკისეული გავლენისაგან თავის დასაღწევად, მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ მოწამლეს, შემდეგ, ესროლეს თუმცა, იგი მაინც ცოცხალი დარჩე. ბოლოს რასპუტინი მდინარე ნევაში გადააგდეს რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

3dcfa2d670629b70f96a8baa9162f172 33ccfa40517986f06df6a568e9477dac 02540951840267ceb07c861480237966 b24e9347fd91b7d12fa2fdae00c4fbd4 bcc8cd6a9ce9623d2eafbf9f24a356a3 ff8939472de3f0297c641bf2b48ce471

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : AMBEBI.GE

Comments
Loading...