გრიპის ვირუსის გამო შესაძლოა რიგ სკოლებსა, თუ ბაგა-ბაღებში სამი დღით სწავლა შეწყდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ეპიდემიის მასშტაბების გაზრდის გამო დამატებითი ზომებია მისაღები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ინიციატივით გამოდის, რომ იმ ბაგა-ბაღებსა, თუ სკოლებში, სადაც გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა.

“გვქონდა კონსულტაციები, რომ გამოვიდეთ რეკომენდაციით, გვინდა მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს გამომდინარე სიტუაციიდან – თუ მათ სკოლაში, ან ბაგა-ბაღში 20%-ს სცილდება გაცდენების მაჩვენებელი, პრევენციულად, მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

Comments
Loading...