“გთხოვთ საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდოთ უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოების დაცვა”

საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარეს

მოქალაქე გიორგი ტატიშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ როგორც ლგბტ უფლებადამცველის და როგორც საქართველოს მოქალაქის მიერ წარმოდგენილ იქნა საკონსტიტუციო სარჩელი რომლის თანახმადაც მოთხოვნილია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლთან შესაბამისობის დადგენისა და კონსტიტუციურობის შემოწმების თაობაზე.
ჩემს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის თავისი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე შეიცავს გარკვეულწილად მწვავე და სენსიტიურ საკითხებს რაც თავის მხრივ იწვევს საყოველთაო მღელვარებას და მოქალაქეთა მწვავე აგრესიას რაც ვლინდება მათ მიერ ჩემზე განხორციელებული მუქარით .
დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენისა ჩემს მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლებისა და მუქარებისა რაც თავის მხრივ იწვევს ჩემი როგორც მოსარჩელი მხარის მძიმე ემოციურ სტრეს, შიშს და იმის გონივრულ განცდას რომ ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და შესაბამისად მოგმართავთ თქვენ თქვენო ღირსებავ ღრმად პატივცემულო მოსამართლეებო მიიღოთ შესაბამისი ზომები ჩემი სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფისთვისბრისთვისაც გთხოვთ საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდოთ უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოების დაცვა.
სწოდეს ჩემი სიცოცხლის უფლების დაცვის კონსტიტუციური ნორმის გათვალისწინებით მოგმართავთ თქვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უზრუნველყოთ ჩემი როგორც მოსარჩელე მხარის სიცოცხლის უფლების დაცვის ღონისძიებები რასაც საფრთხე ექმნება სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური ფანატიზმით აღსავსე სუბიექტების მხრიდან.
საკონსტიტუციო სარჩელიდან გამომდინარე ჩემი სიცოცხლის მოსპობის ან სხვაგვარი ძალადობის არსებობის შემთხვევაში მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს სახელმწიფოს.

პატივისცემით,
გიორგი ტატიშვილი
03/02/2016
ქ. ბათუმი

Comments
Loading...