გუდაურში სრიალის დროს 12 წლის გოგონა გარდაიცვალა და 17 წლის ბიჭი დაშავდა

გუდაურში სრიალის დროს 12 წლის გოგონა გარდაიცვალა და 17 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მძიმედ დაშავებული გოგონას თბილისში გადმოსაყვანად გუდაურში ვერტმფრენი გაფრინდა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

Comments
Loading...