გუგული მაღრაძე – განათლება, შრომისმოყვარეობა არ მაკლია

“გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ხომ? 30 წელია პოლიტიკურ სივრცეში ვტრიალებ და შემიძლია ძალიან დადებითად ვთქვა, რომ არანაირი უარყოფითი რაიმე რომ ვინმემ თქვას, რომ მე რაღაც გამოვიყენე არაკეთილსინდისიერად, ან რაიმე ამორალური… ან განათლება არ მაქვს, ან შრომისმოყვარეობა ან სხვა, ასეთი რამე ჩემს მიმართ არ ითქმება, მაგრამ მე ჩემს თავს ვსაყვედურობ იმას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უფრო ინტენსიურად შემეძლო და საჭირო იყო მოსახლეობასთან მუშაობა.

ამაში ხელის შემშლელი იყო ის, რომ მაინც ველოდებოდი, პარტიაში რომ დალაგდებოდა სტრუქტურები და გეყოდნენ, რომ აი შენ ეს გევალება, შენ ეს. 2012 წლის არჩევნებამდე ბატონმა ბიძინამ ერთი რაღაცა მითხრა, რომ ქალბატონო გუგული თქვენ ახალგაზრდებთან იმუშავეთ, ერთი სიტყვა იყო, მე რადგან ჩავთვალე, რომ ახალგაზრდებთან უნდა მემუშავა, არ დამრჩენია საქართველოს არც ერთი რაიონი, სადაც მე ახალგაზრდობასთან შეხვედრა არ მქონია. მქონდა შეხვედრა, ველაპარაკებოდი რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვართ ჩვენ, როგორ უნდა ვიმუშავოთ, რა უნდა უნდა გააკეთო არჩევნებზე, ა.შ. და ა.შ. აი ასეთი ტიპის დავალებებს ველოდებოდი და ალბათ, მეტი ინიციატივაა საჭირო და კი არ უნდა დაელოდო დავალებას, არამედ შენ თვითონ ჩაერთო ამაში და ამ მხრივ ჩვენ ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ ამ 9 თვის განმავლობაში.”

Leave A Reply

Your email address will not be published.