გულის ამაჩუყებელი წერილი შეყვარებულებს “სიყვარული ისე როგორც შექსპრთან”

რა აბსურდია, რა არა რეალურია, რა კოშმარული შეხამებაა, დავიჯერე ? გგონია? რომ რამე იქნებოდა, რასაც ჩვენი ერთიანობა ერქმეოდა სახელად ? ჯერ რომეო და ჯულიეტას დროიდან არ მჯერა წამლეკავი გრძნობების. happyend–ის სიყვარული რეალობას ვერ ამარცხებს, ჩემო ტკბილო, გგონია ვნანობ იმ სიტყვებს, იმ გრძობებს? არა! უბრალოდ რეალობისგან შორს არასოდეს მიცხოვრია, ღრუბლებში ფრენითვის ზედმეტად მძიმე ვარ და როგორც კი გაფრენას ვცდილობ, მიწას უფრო მწარედ ეხეთქება ჩემი სხეული. მადლობელი ვარ იმ ყოველი შენთან გატარებული “აბსურდს აზრი მიცემული” წუთისთვის იმისთვის, რომ მიგრძვნია თავი დედოფლად, ერთი საათით მაინც ვმჯდარვარ ყოვლისმაცდუნებელ ტრონზე, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება შენ მაინც ის იქნები ვინც იყავი და არასოდეს დათმობ მყარად დაკავებულ პოზიციას, რომელიც ჩემს არსებაში აგერ უკვე წლებია გიკავია, არ მიშლი კარიერის აწყობაში და გაძლიერებაში, პირიქით სტიმულს მაძლევ, რომ მყარად განვაგრძო სვლა მიზნისკენ, ძლიერმა გრძნობათა ეიფორიამ ამაღებინა ხელში კალამი. სიხარულია ერთგვარი, ადამიანში ამხელა გრძნობებს, რომ იწვევ არა? რეალობასა და ფანტაზიას შორის სად იყო ზღვარი, სადაც თვალები ერთმანეთს შეხვდა? სადაც ხელმა იპოვა ადგილი გულთან? თუ სადაც არ მითქვამს, რომ არავისთვის მემეტები საკუთარი თავის გარდა? ეგოიზმია პრობლემა ჩემში, თუმცა არც შენ ხარ ნაკლები ეგოისტი. დრო გავა და მიხვდები, რომ სიყვარული ვიზუალი არაა, სიყვარული ფაქიზი კავშირია ორი სულისა. სიყვარულს არ აინტერესებს ცნობილი ბრენდის ტანდაყებული მოდელები, ჩაცმულობის სტილი, მაკიაჟი, როცა გიყვარს შინაგანსა და უხილავს აფასებ მეტად, იმას, რასაც შენ ხედავ მარტო. როცა თვალებში ჩახედავ, თვალებში და არა საგანგებოდ შერჩეულ ლინზებში, ის გაყინული და არაფრის მთქმელი იქნება, იცოდე წერითვის აუცილებელია მუზა სწორედ იყოს შერჩეული. გარეკანს ნუ მიაქცევ ყურაღებას, წიგნში შინაარსი ფასობს გარეკანი პიარია, თვალის სატყუარაა. მხოლოდ გახსოვდეს, შეიძლება არ ვარ ის, მაგრამ ვერასოდეს იპოვი მას ვინც ჩემზე მეტად იქნება შენით აღფრთოვანებული, ვერ ეყვარები ვერა ჩემსავით, თუმცა რა იცი როგორ მიყვარხარ ან იქნებ იცი?! დრო გაჩვენებს, გაგახსენდება ყველაფერი სწორედ მაშინ, როცა ნამდვილ გრძნობაზე დაფიქრდები როგორ ფიქრობ შექსპირი 21 საუკუნეში, რომ ეცხოვრა დაწერდა ჩვენზე ? იქნებ დაეწერა კიდეც, მაგრამ შხამი და ტრაგიკული დასასრული კი არა უბრალოდ რეალობასთან ბრძოლაში დამარცხება იქნებოდა ბოლო აკორდი. ხალხი ისევე იტირებდა ამას, როგორც მაშინ. ხანდახან რეალობა ყველაზე მწარე საწამლავია, რომელიც სულ კლავს გულის ფეთქვას, ანელებს ადამიანს გარეგნულად, ისევ ისეთია მაგრამ შინაგადანად გამოფიტული და უსიცოცხლოა. საქმე ის არის ,რომ ადამიანები საუცხოოდ თამაშობენ როლებს იმ სცნარის მიხედვით, რომელსაც მათ საკუთარი გრძნობები და განცდები კარნახობენ ადამიანი უბრალოდ მარიონეტია საკუთარი გრძნობების ხელში. <3 https://neikosdiaries.wordpress.com/
ავტორი, ნელიკო სარაჯიშვილი.

Comments
Loading...