გულის შეტევით გარდაცვლილ ადამიანს, ოჯახს დამატებით ტკივილს ნუ მიაყენებ!

პოეტ რატი ამაღლობელის ლექსს “პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში”, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა, ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან ეხმაურება და ლექსის ავტორს მიმართავს:

“ყველაზე საშიში და ამაზრზენი ჩასაფრებული ადამიანია! ყველაზე საშიში და მუხთალი ჩასაფრებული კაცის ნასროლი ტყვიაა! სიტყვა კაცს და ადამიანს კონტექსტში ვიყენებ, რადგან კიდევ ერთხელ დავესესხო ილიას- “კაცია-ადამიანი?!”

მე მიყვარს ჩემი 83 წლის პატრიარქი. მინდა მივეფერო, ვუმღერო, მისი დაბადება ვიდღესასწაულო, ხელზე ვემთხვიო, შენდობა და დალოცვა ვთხოვო…. შენ რა გინდა?… მეცოდები!!!… ისევე, როგორც მეცოდებიან ტურები…

P.S. თუ ასე ძალიან შეგტკივა გული, გაანებე თავი გადასასვლელში გულის შეტევით გარდაცვლილ ადამიანს. მას პატრონიც ჰყავს და ოჯახიც და დამატებით ტკივილს ნუღარ მიაყენებ!”-წერს ხოფერია.

Leave A Reply

Your email address will not be published.