გურიაში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

გურიაში, 20 წლის ახალგაზრდამ 42 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-მ გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ახლობელს – 1974 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს, მისსავე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჭრელი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.