გურიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

გურიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნოდარ გ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ვ. დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

Comments
Loading...