გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გურჯაანის კულტურის ცენტრის 40 თანამშრომელი სამსახურიდან კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა დაითხოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ თათბირზე გაჟღერდა.
პაატა ძულიაშვილი თანამშრომელთა შემცირებას რეორგანიზაციითა და ხარჯების ოპტიმიზაციით ხსნის.
ძულიაშვილის თქმით, გათავისუფლება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს შეეხო.
ცენტრში დასაქმებულების ნაწილი სამართლებრივ დავას აპირებს.
გურჯაანის კულტურის ცენტრში ჯამში 57 ადამიანი მუშაობდა.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.