გვანცა ყუფარაძე: გია ცერცვაძეს, ისევე იყენებს მიშა სააკაშვილი, როგორც ის ათეულობით ჯარისკაცი გამოიყენა აგვისტოს ომში, რომელთა ცხედრებსაც ოკუპანტს უტოვებდა

იურისტი გვანცა ყუფარაძე, სოციალურ ქსელში, უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო პირის, გია ცერცვაძის საქმეს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი კითხვები უჩნდება.

„გია ცერცვაძეს, ისევე იყენებს მიშა სააკაშვილი, როგორც ის ათეულობით ჯარისკაცი გამოიყენა აგვისტოს ომში, რომელთა ცხედრებსაც ოკუპანტს უტოვებდა და დატოვებდა კიდეც სხვა ძალები/მხარეები, რომ არ ჩართულიყვნენ ამ საკითხში!

რაც შეეხება კონკრეტულ აჟიოტაჟს, მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს:

როდის ჩაირთო წითელი ცირკულარი, როდის გახდა ძებნილი ცერცვაძე და როგორ შეიძლებოდა თავად არ სცოდნოდა ამის შესახებ, ან – იმ პირებს, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა.

ყველა ის პირი, ვინც თავს იურისტად/სამართალმცოდნედ მიიჩნევს და ამ დღეების მანძილზე ტირაჟირებს იმ აბსურდს და კლოუნადას, რაზეც საზოგადოების წამოგება სურთ, არის ქვეყნის მტერი!

სხვათა შორის, იმ ქვეყნის მტერი, რომლისთვისაც გია ცერცვაძე იბრძოდა.

– ინტერპოლს აქვს მთელი რიგი პროცედურები და ცერცვაძე საქართველოდან ვერ გავიდოდა მისი აქ ყოფნის პერიოდში ძებნილი რომ ყოფილიყო.
აღნიშნული, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, 1993 წელს დადებული ხელშეკრულების, აღებული ვალდებულებების დარღვევა იქნებოდა საქართველოს მიერ. ის რომ ძებნილი ყოფილიყო, მას საქართველოს ტერიტორიაზე დააკავებდნენ. არ გადასცემდნენ სხვა ქვეყანას, მით უფრო რუსეთს, თუმცა დააკავებდნენ ცალსახად.

სავარაუდოდ, ბატონ ცერცვაძეს „კეთილისმსურველმა“ ურჩია, რომ „საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა და უკრაინაში ჩასულიყო, რადგან იქ უფრო „დაცული“ იქნებოდა.”
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „კეთილისმსურველი/კეთილისმსურველები“ თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, – ვინ იდგამს პოლიტიკურ აკლდამაზე ძვირადღირებულ ქვას, ამ სამი დღის მანძილზე.

ამასთან, მიუხედავად, იმისა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე საქართველოდან თავისი ნებით წავიდა ან/და „წაიყვანეს“, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისადაც, მისი რუსეთის მხარისათვის გადაცემა არ/ვერ მოხდება, იმიტომ, რომ იმ მუხლით, რომლითაც ბრალი აქვს წაყენებული, სასჯელად გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა. შესაბამისად, უკრაინას არ აქვს უფლება გადასცეს ძებნილი რუსეთის ფედერაციას.

დასკვნა: კარგად გამოიყენეს ეს ადამიანი, ბინძურმა გარეწრებმა“, – განმარტავს გვანცა ყუფარაძე.

Comments
Loading...