გვარამია ადასტურებს, რომ ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა.

ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა.

როგორც გვარამია აცხადებს, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ქრთამზე საუბარი მისი შეფასებით, აბსურდულია.

„მე იქ ვიყავი შეხვედრაზე როგორც მედიის წარმომადგენელი. გუშინვე განვმარტე, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულის მხილებას აპირებენ, მედიამ რომ შესთავაზოს პირადი უსაფრთხოება და ასევე მატერიალური უსაფრთხოება, ეს არის ნორმალური პრაქტიკა ყველგან, მათ შორის ჩვენთან. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Comments
Loading...