გვარამია მთავრობას მიმართავს, „პროცესს გაეცალოს“

ნიკა გვარამია საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ „პროცესს გაეცალოს“.
ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მივმართავ საქართველოს მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინეტერებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას და მხარეებს გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან. ნუ შეზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას და ნუ დაღუპავთ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის მომავალს.

მივმართავ საერთო სასამართლოებს ნუ შესწირავთ თქვენს რეპუტაციას და პირადად თქვენს მომავალასაც უკანონო შეთქმულებებს და უკანონო დავალებებს“,-განაცხადა გვარამიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.