გვატემალაში გამძვინვარებულმა მოქალაქეებმა მერი ცოცხლად დაწვეს


გვატემალას პატარა ქალაქში სასტიკი მკვლელობა მოხდა. გამძვინვარებული მოსახლეობის მსხვერპლი გახდა კონსეფსიონის 43 წლის მერი, რომელიც კორუფციაში და პოლიტიკური ოპონენტზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.
მერი ხურაკანუ კონკურენტმა სეკესმა ღიად დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში, ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში ამ უკანასკნელზე თავდასხმა მოხდა. მისი ავტომობილი დაცხრილეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა მისი 17 წლის გოგონა და ძმისშვილი. თავად სეკესმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმაში თავად მერი მონაწილეობდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები მივიდნენ მერის სახლთან, გამოიყვანეს და ცემა დაუწყეს, შემდეგ კი ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს.
FOX NEWS-ის ინფორმაციით კი გარდაცვლილის ერთ-ერთი შვილი მეჩეთში დაჭრეს და ახლა საავადმყოფოში იმყოფება.

Leave A Reply

Your email address will not be published.