GWP ახალი სპეცტექნიკის საშუალებით ერთდროულად 18 წერტილში მუშაობს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო. კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც 4.55 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.

დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმები ლაფეტებით.
მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. 2017 წლის განმავლობაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის.
ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს. საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება.

აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს. ასევე, ევროპული სტანდარტის 1700-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

Leave A Reply

Your email address will not be published.