“გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია” – პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია. გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლებს მიმართავს. მისასალმებელი სიტყვა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.

“წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ახალი დამოუკიდებლობის 25 წლის თავს. 25 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად აღვასრულეთ ჩვენი წინამორბედების და წინა თაობების სანუკვარი ოცნება და საქართველო გახდა დამოუკიდებელი.

“მაგრამ, გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა – ვიღაცისგან, რაღაცისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს. თუმცა, თავისუფლება არის ბევრად უფრო, მეტი, თავისუფლება ნიშნავს, არა მარტო ვიღაცისგან თავის დახსნას, არამედ, საკუთარის, უნიკალური, შენი გზის გავლას და განხორციელებას.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები. ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ინდივიდები. თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივადაც, ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ხვდება ქართული წარსული, აწმყო და მომავალი.

სწორედ ჩვენი თავისუფალი, ისტორიული არჩევნის საფუძველზე, 2016 წელი მე გამოვაცხადე ევროპული სახელმწიფის წლად. ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ, როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა. ” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილი3

Comments
Loading...