H1N1 ვირუსი მთელს საქართველოშია გავრცელებული

დაავადებათა ცენტრის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1 საქართველოში ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული. ცენტრის სპეციალისტების განცხადებით გრიპის გავრცელების ინტენსივობა, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248 შემთხვევას ყოველ 100 ათას მოსახლეზე. ცენტრის ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანი ინფიცირებული H1N1 ვირუსით. ამ ვირუსით გამოწვეული ერთადერთი ლეთალური შემთხვევაა დაფიქსირებული. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მძიმე შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. მაგალითად იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ამ ვირუსით მხოლოს 3 სპაციენტი გადის მკურნალობას. სპეციალისტებიH1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობას მომავალი კვირიდან ელიან. მათივე თქმით, ვირუსის ინტენსივობა შემცირდება 5-8 კვირის შემდეგ. ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ცენტრი მშობლებს ურჩევს თუკი ბავშვს თუნდაც ერთი დღე აქვს 38 გრადუსი სიცხე, აუცილებლად მიმართონ ექიმს.
წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.