H1N1 ვირუსით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული შუა ხნის ქალბატონი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ყველა პროცედურა ჩაუტარდა, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა.

H1N1 ვირუსით გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

Comments
Loading...