ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები მტკიცებულებების შეგროვებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების შეხვედრა არასამთავრობოებთან დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლემა ფაქისო მაჩაჩოკომ განაცხადა, შეხვედრა წარმატებული იყო და მის მიზანს მუშაობისთვის საჭირო გზების ძიება წარმოადგენდა.

მისივე თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ და დაიწყება მტკიცებულებების შეგროვება და პრიორიტეტების განსაზღვრა.

„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობოებთან ერთად მუშაობისთვის გზების მოძებნა. საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი შეხვედრა. ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია პრიორიტეტების განსაზღვრა. ჩვენი გამომძიებლები უახლოეს მომავალში ჩამოვლენ და ამის შემდეგ შევძლებთ პრიორიტეტების განსაზღვრას. საფუძველი იქნება მტკიცებულებები, რომელსაც შევაგროვებთ“, – განაცხადა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელმა ფაქისო მოჩაჩოკომ.

Comments
Loading...