HaberTurk – რუსეთის ელჩის მკვლელი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო და პოლიციიდან ივლისის პუტჩის შემდეგ გააგდეს

HaberTurk-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მევლუთ მერთ ალტინტაშია. ის პოლიციიდან ივლისის პუტჩის შემდეგ გააგდეს. გამოცემის ცნობით, მევლუთ მერთ ალტინტაში ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო.

ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.

თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან ესროლა. “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

Comments
Loading...