ჰაკერთა ჯგუფი Anonymous „ისლამურ სახელმწიფოს” ომს უცხადებს

ჰაკერთა ანონიმური ჯგუფი Anonymous, პარიზში განვითარებული მოვლენების გამო, „ისლამურ სახელმწიფოს” ომს უცხადებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ჯგუფმა პარასკევს ღამით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნიღბიანი პირი ISIS-ს მიმართავს – „უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გიპოვით და არ გაგიშვებთ”,

„ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ თქვენ წინააღმდეგ. მოელოდეთ კიბერთავდასხმებს. ომი გამოცხადებულია, მზად იყავით. ფრანგი ხალხი თქვენზე ძლიერია და ამ ძალადობის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი იქნება” – აცხადებს ნიღბიანი პირი.

ჰაკერთა ჯგუფმა, რომელშიც აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაწევრიანებულები, ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია შარლი ებდოს ოფისზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

Foreign Policy-ს გამოძიების თანახმად, ჯგუფმა „ისლამური სახელმწიფოს” 149 ვებგვერდი გატეხა, ამასთან Twitter-ის 101 000 პროფილი და 5 900 პროპაგანტისტული ვიდეო გამოამჟღავნა.

Leave A Reply

Your email address will not be published.