ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა ISIS-ის 20 000-ზე მეტი ექაუნთი გატეხა

ჰაკერების ონლაინგაერთიანება Anonymous აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ „ტვიტერის“ 20 000-ზე ექაუნთი გაუტეხა. პორტალ youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში გაერთიანების წარმომადგენელი, რომელსაც უკვე ტრადიციული ნიღაბი უკეთია, ამბობს, რომ „დროა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენამ მნიშვნელოვანი პლატფორმაა „ისლამური სახელმწიფოსათვის“ სოციალური მედია.
„სოციალურმა მედიამ დაამტკიცა, რომ ის მოწინავე იარაღია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რათა აღმოვფხვრათ სოციალურ მედიაში ტერორისტების ანგარიშები.

IS, ჩვენ ვნადირობთ თქვენზე, რათა გავანადგუროთ თქვენი ექაუნთები, ელექტრონული ფოსტები და გამოგავლინოთ თქვენ.
ამიერიდან თქვენთვის ონლაინ სივრცე საიმედო აღარ იქნება. თქვენ განიხილებით როგორც ვირუსი, ჩვენ კი მკურნალები“, – ამბობს Anonymous-ის წამომადგენელი ვიდეოში.
იგი ასევე მოუწოდებს ყველას, რომ მაქსიმალურად შეეცადონ დაბლოკონ ტერორისტების ექაუნთები.
Anonymous-მა პარიზზე თავდასხმების შემდეგ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ომი გამოუცხადა და პროპაგანდისტული გვერდებისა და ექაუნთების დაბლოკვით დაემუქრა. ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ ონლაინ კამპანიას #OpParis ქვია.
როგორც BBC წერს, მიმდინარე კვირას Telegram-ზე „ისლამური სახელმწიფოს“ 164 გვერდი დაიბლოკა.

Comments
Loading...