„HEROკრატიას“ რეალური გმირი: ციხის მერე ცხოვრება არ სრულდება, “ნაციხარი“ კომუნისტური სტიგმაა

გოგა ხაინდრავას ფილმ „HEROკრატიას“ ერთ-ერთი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი, ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს უკანონოდ დააპატიმრეს.

„ყველას მინდა ვუთხრა რომ…

ციხის მერე ცხოვრება არ სრულდება, „ნაციხარი“ კომუნისტური სტიგმაა.

მინდა ვთხოვო, ვუთხრა, ვურჩიო იმ ათიათასობით ადამიანს ვინც რეჟიმის დროს გამოვიარეთ ქართული გულაგები, იმ ადამიანებს ვინც დღესაც დაჭერილები არიან, მერე რა თუ რომელიმე მათგანმა მართლაც ჩაიდინა დანაშაული, მერე რა რომ რომ ბევრმა საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა.. პირველებს აქვთ საშუალება მოუინანიონ, დაუბრუდნენ საზოგადოებას და ღირსეულად ჩადგნენ ჩვენს ხალხის სამსახურში! ჩვენ არ გვყავს დასაკარგი შვილები, ძმები, მამები.

საზოგადოებაც მათ მიმართ არ უნდა იყოს აგრესიული, ხოლო მეორეებს ვურჩევ გათავისუფლების მერე საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცონ რომ ისინი უდანაშაულოთ დაიჭირეს და სულაც არ არიან კრიმინალები, გაითვალისწინეთ ჩემს პირად საქმეში ,,კრიმინალური ავტორიტეტი და საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება,, ეწერათ.
გავითვალისწინოთ რომ ნამდვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები დაახლოებით 10-15 % არიან დანარჩენები შემთხვევით ან ეკონომიურ დანაშაულებებზე არიან დაკავებულები როგორც წესი.

ციხის მერე ცხოვრება არ მთავრდება. თქვენ ყველას შეგიძლიათ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ ჩვენს საზოგადოებაში. იბრძოლეთ, იშრომეთ, მოინანიეთ, მიუტევეთ და არასოდეს გაივლოთ გულში შურისძიება“, – წერს ახალკაცი.

Comments
Loading...