ჰილარი კლინტონი მეუღლესთან გაყრას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი მეუღლესთან, ბილ კლინტონთან გაყრას აპირებს.

ამის შესახებ იუწყება ამერიკული გამოცემა Christian Times Newspaper-ი.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ გამოცემა ამტკიცებს, რომ წყვილი უკვე დიდი ხანია ერთად არ ცხოვრობს და მხოლოდ ოფიციალურ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ჰილარი კლინტონმა და ბილ კლინტონმა ოფიციალურად 1975 წელს იქორწინეს.

Comments
Loading...